გიორგი კახიანი - ისედაც ერთნი არ არიან? როდესაც სჭირდებათ ერთად არიან, როდესაც ამის საჭიროება არ არის, ვითომ ცალ-ცალკე ჯგუფებად წარმოჩნდებიან

ავტორი
Front News საქართველო
რა გაერთიანებაზეა საუბარი? თითქოს ერთ გუნდს არ წარმოადგენენ. ვფიქრობ, რადიკალიზმის დრო წავიდა ჩვენი ქვეყნიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა.
"სიმართლე გითხრათ, ღიმილისმომგვრელიც არის საუბარი მათ მხრიდან იმაზე, რომ კიდევ ახალი გაერთიანებები შეიქმნას. რა გაერთიანებაზეა საუბარი? თითქოს ერთ გუნდს არ წარმოადგენენ, ერთი პატრონი არ ჰყავდეთ, თითქოს ერთი ხელით არ იმართებოდნენ. ისედაც ერთნი არ არიან? როდესაც სჭირდებათ ერთად არიან, როდესაც ამის საჭიროება არ არის, ვითომ ცალ-ცალკე ჯგუფებად წარმოჩნდებიან. რაც არ უნდა გააკეთონ, ეს არის ძალა, რომელსაც ფაქტობრივად არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვს საზოგადოებაში. ვფიქრობ, რადიკალიზმის დრო წავიდა ჩვენი ქვეყნიდან“, - განაცხადა კახიანმა "იმედის" ეთერში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატები ცდილობენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ფინანსურ მხარდაჭერას. დეპუტატმა ამ მხრივ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"თუკი დაფინანსების ასეთი მცდელობები იქნება, რა თქმა უნდა, ამ კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოება ამის შესახებ ინფორმირებული იქნება“, - განაცხადა კახიანმა.
თაგები:
გიორგი კახიანი




