გიორგი კახიანი - შეეცადნენ ისეთი განცხადებები გაეკეთებინათ, თითქოს საქართველო თავის ფუნქციებს კარგავს როგორც სატრანზიტო ქვეყანა და ა.შ.

ავტორი
Front News საქართველო
შეეცადნენ ისეთი განცხადებები გაეკეთებინათ, ისეთი შეფასებები, თითქოს საქართველო თავის ფუნქციებს კარგავს როგორც სატრანზიტო ქვეყანა და ა.შ., - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ილჰამ ალიევის განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებები სრულიად გაუგებარი და სრულიად ამოვარდნილია საერთო კონტექსტიდან.
"შეეცადნენ ისეთი განცხადებები გაეკეთებინათ, ისეთი შეფასებები, თითქოს საქართველო თავის ფუნქციებს კარგავს როგორც სატრანზიტო ქვეყანა და ა.შ. დებატები სწორედ ამის შესაძლებლობას მოგცემდა, საზოგადოებას დაენახა რეალურად რაზეა საუბარი.
ფაქტობრივად, რამდენიმე წლის წინ საომარ ვითარებაში იყო ეს ორი ქვეყანა, რაც თავის მხრივ, რეგიონისთვის ძალიან მძიმე იყო. მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი იცვლება, მშვიდობა მყარდება და ამ ორ ქვეყანას შორის შესაძლებელი ხდება მათ შორის სატრანზიტო მიმოსვლა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მისასალმებელი შეიძლება იყოს. მთლიანობაში, ეს არის მშვიდობა რეგიონში, ეს არის მეტი მიზიდულობა საერთაშორისო ინვესტიციებისთვის და ა.შ.“, - განაცხადა კახიანმა.
თაგები:
გიორგი კახიანი




