Logo

გიორგი კაპანაძე - მათი გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ჩვენს ხალხს, ჩვენს ერთობლივ ბრძოლას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

პოლიტიკა
296
Frontnews image description

მათი გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ჩვენს ხალხს, ჩვენს ერთობლივ ბრძოლას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და მიემართება მხოლოდ არალეგიტიმური "ქართული ოცნების" დახმარებისკენ, -  ამის შესახებ  "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.

"მათი გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ჩვენს ხალხს, ჩვენს ერთობლივ ბრძოლას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და მიემართება მხოლოდ არალეგიტიმური "ქართული ოცნების" დახმარებისკენ. ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც გვთავაზობენ ე.წ. საერთო კანდიდატზე შეთანხმებას, ცხადია, არასერიოზულად იქცევიან, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, შესაბამისად, არ ვაპირებთ არც ე.წ. საერთო კანდიდატზე მოლაპარაკების დაწყებას", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

არჩევნებში მონაწილეობისა და რიგითი ნომრის მოთხოვნის მიზნით, პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებისთვის ცესკოში განაცხადების შეტანის ვადა 17 ივლისს სრულდება.

Advertisement