გიორგი კაპანაძე - "ოცნებამ" ხალხს წაართვა კეთილდღეობის, გრძელვადიანი მშვიდობისა და ცხოვრების ღირსეული პირობების შესაძლებლობა

ავტორი
Front News საქართველო
“ოცნებამ” ჩვენს ხალხს წაართვა არა მხოლოდ ევროპული მომავალი, არამედ კეთილდღეობის, გრძელვადიანი მშვიდობისა და ცხოვრების ღირსეული პირობების შესაძლებლობა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური ცვლილებებია საჭირო, რომ ქვეყნის მომავალი შეიცვალოს.
"მოლაპარაკებების გახსნა უკრაინისა და მოლდოვასთვის მაშინ, როცა ჩვენ ამ მდგომარეობაში ვრჩებით, არის ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ “ოცნებამ” ჩვენს ხალხს წაართვა არა მხოლოდ ევროპული მომავალი, არამედ კეთილდღეობის, გრძელვადიანი მშვიდობისა და ცხოვრების ღირსეული პირობების შესაძლებლობა, ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ მოვიპოვოთ და უზრუნველვყოთ ევროპული კეთილდღეობა, გრძელვადიანი მშვიდობა და ხალხისათვის ღირსეული პირობები საცხოვრებლად, არის პოლიტიკური ხასიათის ცვლილებები“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. დღეს ევროკავშირი უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების პირველ კლასტერს უხსნის.
თაგები:
გიორგი კაპანაძე




