გიორგი კაპანაძე – საჭიროა პოლიტიკური ცვლილებები და ეს ცვლილებები დროებითი ადმინისტრაციის პირობებში უნდა მოხდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გზით


ავტორი
Front News საქართველო
არალეგიტიმური “ქართული ოცნება” ნდობადაკარგულია, აღარ მუშაობს, როგორც სისტემა და ამიტომაა გამოსავალი პოლიტიკური ცვლილებები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში საჭიროა პოლიტიკური ცვლილებები და ეს ცვლილებები დროებითი ადმინისტრაციის პირობებში უნდა მოხდეს.
“არალეგიტიმური “ქართული ოცნება” ნდობადაკარგულია, აღარ მუშაობს, როგორც სისტემა და ამიტომაა გამოსავალი პოლიტიკური ცვლილებები. ჩემი აზრით, ჭიათურელი მაღაროელები უნდა იბრძოდნენ თავიანთი უფლებებისთვისაც და არა მხოლოდ სოციალური უფლებებისთვის და საბოლოო ჯამში, იქამდე მივდივართ, რომ ჩვენს ქვეყანაში საჭიროა პოლიტიკური ცვლილებები და ეს ცვლილებები დროებითი ადმინისტრაციის პირობებში უნდა მოხდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების გზით.
არჩევნები არ და ვერ უნდა ჩაატაროს სანქცირებულმა ხელისუფლებამ, რომელიც კვლავ გააყალბებს. არჩევნები ნეიტრალურმა ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს”, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
თაგები:
გიორგი კაპანაძე