Logo

გიორგი კირთაძე - საკუთარი შვილისთვის დღეს თუ გინდა, რომ კარგი მომავალი ააშენო, უნდა იბრძოლო ამ რეჟიმის წინააღმდეგ

პოლიტიკა
77
Frontnews image description

საკუთარი შვილისთვის დღეს თუ გინდა, რომ კარგი მომავალი ააშენო, უნდა იბრძოლო ამ რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" შვილებზე ზრუნვა ოქროს ზოდების შეძენით წარმოუდგენია.

"ის, რომ ელენე არის პოლიტიკური პატიმარი, ამაზე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ყველა არის შეთანხმებული იმ ფაქტით, რაც ხდება საქართველოში და სასამართლოში, იმ ე.წ. სასამართლოთი, რომლითაც განაჩენი გამოიტანეს, ყველაფერი ხელის გულზე ჩანს.

შვილებზე ადრე უნდა ეფიქრა ელენესო - ამ ტიპის უზნეო განცხადებები ამ რეჟიმისგანაც კი ყოველგვარ ზღვარს კვეთს. თავად შვილებზე ფიქრი ჰგონიათ სახლში ოქროს ზოდების დაგროვება, მათთვის ესაა შვილებზე ფიქრი. სინამდვილეში, შვილებზე რომ ზრუნავს ელენე და სხვა უამრავი ადამიანი, ვინც დაკავებულია, ესაა ამის შედეგი, ეს ადამიანები მართლა შვილების გამო არიან ამ ბრძოლის ეტაპზე. საკუთარი შვილისთვის დღეს თუ გინდა, რომ კარგი მომავალი ააშენო, უნდა იბრძოლო ამ რეჟიმის წინააღმდეგ", - განაცხადა გიორგი კირთაძემ. 

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო თავისუფლების 1 წლით და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯეს. ხოშტარია საპატიმროში უკვე 6 თვეა, იმყოფება და შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე მანამდე უნდა ეფიქრა, სანამ დანაშაულს ჩაიდენდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები