
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ პარტია დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ასევე დატოვა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ შვიდმა დეპუტატმა.
როგორც კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა, თუ ნიკა მელია ახალ პარტიას დააფუძნებს, ისინი მას შეუერთდებიან.
“ურთულესი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს – ჩვენ ვტოვებთ პარტიას. ჩვენ ვრჩებით ვარდების რევოლუციის იდეის ერთგულები, ვიბრძოლებთ ახალი პლატფორმიდან, დეტალებს საზოგადოება უახლოეს ხანებში, ეტაპობრივად გაიგებს. შესაძლოა, ეს იყოს პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია.
ნიკა მელიასთან კომუნიკაცია გვქონდა და გადაწყვეტილება გუშინ მივიღეთ. ის უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას და თუკი ის ახალ პარტიას დააფუძნებს, აუცილებლად შევუერთდებით”, – განაცხადა კირთაძემ.
თაგები:
გიორგი კირთაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს