
ავტორი
Front News საქართველო
იმდენად აბსურდული ბრალდებებია ლევანთან მიმართებით, რომ ვერ წარმომიდგენია, მოსამართლემ აღნიშნულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არავითარი ექსპერტიზა არ არსებობს და არავითარი ჩანაწერები არ არსებობს ლევანთან დაკავშირებით და არსებობს მხოლოდ მისი საჯარო გამოსვლები და სამი მოწმის ჩვენება.
"მოჰყავთ საქმის გამომძიებელი და პატაკის ავტორი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. ფაქტობრივად, არაფრის მთქმელი მოწმეები არიან.
არავითარი ექსპერტიზა არ არსებობს და არავითარი ჩანაწერები არ არსებობს ლევანთან, არსებობს მხოლოდ მისი საჯარო გამოსვლები და სამი მოწმის ჩვენება.
ლევანის ტელეფონში არაფერი ხელშესახები და გამოსაყენებელი არ არის, შესაბამისად, მტკიცებულება არ მოიტანა პროკურატურამ.
ფაქტობრივად, მტკიცებულებები არ არსებობს და ამ 9-თვიან საპატიმრო ვადას ახანგრძლივებენ ხელოვნურად. საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, იმდენად აბსურდული ბრალდებებია ლევანთან მიმართებით, რომ ვერ წარმომიდგენია, მოსამართლემ აღნიშნულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი ესწრება.
თაგები:
გიორგი კონდახიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს