გიორგი კონდახიშვილი - საბოტაჟი 2 წლიდან ითვლება, თუმცაღა, აბსურდია, რომელ საბოტაჟზეა საუბარი

ავტორი
Front News საქართველო
სამოხელეო დანაშაული აქ რომ არ იყო ეს არის 2x2 და ამ კვალიფიკაციის პროკურატურასაც არ სჯეროდა. მე მიხარია ის, რომ ლევანს 5-6 წლის ნაცვლად მიუსაჯეს 2 წელი და 6 თვე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება მეორე კვალიფიკაციას, საუბარი ხელისუფლების დამხობაზე იყო, რაც აბსურდია.
"318-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს საბოტაჟს, სამოხელეო დანაშაული აქ რომ არ იყო ეს არის 2x2 და ამ კვალიფიკაციის პროკურატურასაც არ სჯეროდა. რაც შეეხება საბოტაჟს, ვნახავთ, განაჩენს გავეცნობით. არაფერი განუმარტავს მოსამართლეს, უბრალოდ მე მიხარია ის, რომ ლევანს 5-6 წლის ნაცვლად მიუსაჯეს 2 წელი და 6 თვე, საბოტაჟი 2 წლიდან ითვლება, თუმცაღა, აბსურდია, რომელ საბოტაჟზეა საუბარი. საუბარი იყო ლევანის მიერ მოწოდებებზე, რომ შსს-ს თანამშრომლებს არ ჩაედინათ დანაშაული და ამისთვის მიიღებდნენ ჯილდოს.
რაც შეეხება მეორე კვალიფიკაციას, აქ საუბარი იყო ხელისუფლების დამხობის მოწოდებაზე, როგორც ჩანს, სასამართლომ არ გაიზიარა ლევანის განმარტებები ყველა გამოსვლაში, სადაც ის მშვიდობიან და კონსტიტუციურ დამხობაზე საუბრობდა, ალბათ, სასამართლო განმარტავს.
კორუფციაში ლევან ხაბეიშვილი გამართლდა, რაც შეეხება საჯარო მოწოდებებს, აღქმებს, პოლიტიკურ მდგენელზე პოლიტიკოსებიც გააკეთებენ განცხადებებს. მივესალმებით რაციონალურთან მიახლოებული გადაწყვეტილების მიღებას", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, მას თავისუფლების 9 თვით აღკვეთა შეეფარდა. ზოდელავას 4 ოქტომბრის საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 7-წლიანი პატიმრობა.
ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს.
თაგები:
გიორგი კონდახიშვილი




