
ავტორი
Front News საქართველო
არაპოპულარულია ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კამპანიები ამერიკის შიგნით, მაგრამ ის ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო, როცა ამ ომს იწყებდა და თუ ამისთვის მზად არ იყო და საზოგადოებას არ აუხსნა, რისთვის იწყებდა ამ ომს და რა იყო ამის მიზანი, მაშინ საერთოდ არ უნდა დაეწყო ასეთი სამხედრო კამპანია, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი ლოლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 19 ივნისის მოლაპარაკებები არ იქნება ომის დასრულების შესაძლებლობა.
"19 ივნისს ჟენევაში შედგება შეხვედრა, სადაც ამერიკის მხრიდან ვიცე-პრეზიდენტი ვენსი და ირანის მხრიდან პარლამენტის სპიკერი იქნებიან. რაც შეეხება ძირითად პირობებს, მთავარი, ალბათ, მაინც ის იქნება, რომ გაიხსნება ჰორმუზის სრუტე და მეორე მხრივ, მოეხსნება ირანის საზღვაო ბლოკადა.
უნდა ავხსნათ, რომ ეს არ არის საბოლოო შეთანხმება, ეს არის კიდევ ორი თვით გახანგრძლივება ცეცხლის შეწყვეტის და ამ ორ თვეში უნდა შედგეს მოლაპარაკება ძირითად საკითხებზე. ფორმალურად, ვერ ვუწოდებთ ამას, რომ ომი დასრულდა იმიტომ, რომ ეს არ არის ხანგრძლივვადიანი შეთანხმება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ის ეს მთავრობა ავლენს ყველანაირად იმას, რომ ომის გაგრძელება არ სურთ, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს მათ პოზიციებზე მოლაპარაკებებში იმიტომ, რომ პირიქით - ირანის რეჟიმი მზად არის ომის გაგრძელებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი დანაკარგები მიიღეს, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.
არაპოპულარულია ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კამპანიები ამერიკის შიგნით, მაგრამ ის ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო, როცა ამ ომს იწყებდა და თუ ამისთვის მზად არ იყო და საზოგადოებას არ აუხსნა, რისთვის იწყებდა ამ ომს და რა იყო ამის მიზანი, მაშინ საერთოდ არ უნდა დაეწყო ასეთი სამხედრო კამპანია.
ამ ომს მთელი მსოფლიოსთვის აქვს ერთი ცუდი შედეგი - მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ ოდესმე ირანთან თუ ბრძოლა დაიწყებოდა, ირანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას ეცდებოდა, მაგრამ ეს მომხდარი არ იყო და ახლა რომ მოხდა, პრაქტიკაში იგრძნო ეს ირანმა, რამხელა ბერკეტია - მსოფლიო ნავთობის მიწოდების 25% ჩაკეტა, თხევადი გაზის 20% ჩაკეტა, სოფლის მეურნეობის დიდი წილი ჩაიკეტა და ახლა რას ვხედავთ - ირანი 24 მილიონს იღებს ამ სრუტის გახსნაში, ბლოკადას უხსნიან და ირანული მედია წერს, რომ პირველი 60 დღე არანაირ გადასახადს არ ავკრეფთ და მერე დავაწესებთ გადასახადს ომანთან ერთადო. მე არ ვიცი, ამას დაუშვებს თუ არა ამერიკა და სპარსეთის ყურის ქვეყნები, მაგრამ ამის მცდელობა ირანს ექნება ამ მოლაპარაკებებზე", - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.
თაგები:
გიორგი ლოლაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს