გიორგი ლოლაძე - პეტერ მადიარი ძალიან ბევრ რამეს ასწავლის ქართულ ოპოზიციას და ზოგადად, ქართველ პოლიტიკოსებს

ავტორი
Front News საქართველო
ბედის ირონიით, ეს სისტემა, რომელიც ყველანაირად ვიქტორ ორბანისთვის იყო სასარგებლო, მასვე მოუბრუნდა, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი ლოლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება საქართველო-უნგრეთის ანალოგიებს, ის არსებობს, თუმცა მცირე მასშტაბით.
"ვიქტორ ორბანის მმართველობა გამოირჩეოდა დემოკრატიის უკუსვლით, რაც გამოიხატებოდა მედიის კონტროლით, ასევე, მას საკუთარ თავზე ჰქონდა მორგებული საარჩევნო სისტემა. ბედის ირონიით, ეს სისტემა, რომელიც ყველანაირად მისთვის იყო სასარგებლო, მასვე მოუბრუნდა.
რაც შეეხება ანალოგიებს საქართველოსთან, ანალოგიები შეგვიძლია ვთქვათ, თუმცა ზუსტი ანალოგი არ გამოვა, რადგან მარტივი განსხვავებაა - უნგრეთი არის ევროკავშირისა და ნატოს წევრი, უნგრეთში არსებობს ხელისუფლების ცვლილების ხშირი ტრადიცია. ის მეთოდები, რომელიც ჩვენთან გამოიყენება არჩევნებზე ზეგავლენის იმ მასშტაბით, რამდენიც აქ არის, უნგრეთში, ჩემი აზრით, არ არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად პეტერ მადიარი ძალიან ბევრ რამეს ასწავლის საქართველოს და ქართულ ოპოზიციას და ზოგადად, ქართველ პოლიტიკოსებს", - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, ოპოზიციური პარტია "ტისა" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. 16-წლიანი უწყვეტი მმართველობის შემდეგ ვიქტორ ორბანი თანამდებობიდან გადადგება.
თაგები:
გიორგი ლოლაძე




