
ავტორი
Front News საქართველო
ანწუხელიძის და ტატუნაშვილის ქვეყანა რატომღაც მსოფლიო ისტორიაში შედის ღარიბაშვილის და კობახიძის გამონათქვამებით, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ადამინები, რომლებიც დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აპროტესტებენ, რეალურად ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავენ.
“ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი მსხვერპლი გაიღო, რომ თავისუფლება მოგვეპოვებინა. ქვეყანა, რომელმაც 1990-იანი წლებიდან ძალიან ბევრი მსხვერპლი გაიღო, ანწუხელიძის და ტატუნაშვილის ქვეყანა, რატომღაც მსოფლიო ისტორიაში შედის ღარიბაშვილის და კობახიძის გამონათქვამებით.
ეს ადამიანები, ვინც დღეს ქუჩაში დგანან, კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ, იმიტომ რომ ისინი დღეს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს ნამდვილ სახელს აჩვენებენ, იმ სახეს, რაც არის ქართველი ხალხის და ქართველი საზოგადოების სახე.
ამ ბრძოლით ისინი იმკვიდრებენ იმას, რაც გვეკუთვნის – ჩვენ ნამდვილად გვეკუთვნის, ის რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი თაობის ადამიანები, რისთვისაც ძალიან ბევრმა ადამიანმა სიცოცხლე შესწირა. ჩვენ გვეკუთვნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და რუსეთთან ბრძოლაში ჩვენ ძალიან სერიოზული წარსული გვაქვს ჩაწერილი. დღეს არ უნდა დაამახსოვრდეს თანამედროვე სამყაროს საქართველო შეშინებული, დამფრთხალი, უპრინციპო და ჩასაბარებლად გამზადებული“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თაგები:
გიორგი მარგველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს