
ავტორი
Front News საქართველო
მე არ მგონია, რომ პირადად ივანიშვილი ან მისი უახლოესი გარემოცვა ამ ვითარებაში უკან დაიხევს. მათ ბევრად მეტი ეგზისტენციალური საკითხები აქვთ დასაკარგი, ვიდრე რაღაც ტიპის შეზღუდვები, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ჩამოშლა დაიწყება მისი ქვედა რგოლიდან.
“ქართულ საზოგადოებას ვერავინ ვეღარ დააბრუნებს იმ ტყუილის რეჟიმში, რომელშიც წლები მართავდა “ქართული ოცნება” სახელმწიფოს. ეს ტყუილი დამთავრებულია. ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს და იქნება დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ გადავდივართ მეორე ნაწილზე – როგორ მოხდება ეს. აქ პასუხი ძნელია.
ჩემი ვარაუდით, ძალიან დიდი მცდელობა იყო იმისა, რომ საქართველო წარდგენილიყო, როგორც წარმატება საბჭოთა კავშირში ქვეყნების შეტრიალების მოდელი.
მე არ მგონია, რომ პირადად ივანიშვილი ან მისი უახლოესი გარემოცვა ამ ვითარებაში უკან დაიხევს. მათ ბევრად მეტი ეგზისტენციალური საკითხები აქვთ დასაკარგი, ვიდრე რაღაც ტიპის შეზღუდვები, მაგრამ მათი ჩამოშლა დაიწყება ამის ქვედა რგოლში, რომელიც ახორციელებს აღმასრულებელ ქმედებებს და დაშლა დაიწყება იმის შედეგად, რომ ისინი დაინახავენ, რამდენად სუსტი და დაუცველია ივანიშვილი და მისი გარემოცვა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თაგები:
გიორგი მარგველაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს