გიორგი მელაშვილი - აზერბაიჯანი არ მონაწილეობს სამხედრო კამპანიაში, შესაბამისად, მასზე თავდასხმა არასწორია

ავტორი
Front News საქართველო
ჯერ არ ვიცით, რა ტიპის თავდასხმა იყო - თუ დრონები იყო, თეორიულად შეიძლება რაღაც ვივარაუდოთ, რომ რომელიმე დანაყოფთან დაკარგა თეირანმა კავშირი, ვეღარ გასცა ბრძანება და მათ თავიანთი ნებით რაღაც გააკეთეს, - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ირანმა ბალისტიკური რაკეტა ისროლა, ეს ყველანაირ საერთაშორისო სამართალსა და ნორმას სცილდება.
"უპირველეს ყოვლისა, სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ აზერბაიჯანს იმიტომ, რომ საერთოდ არაპროვოცირებული თავდასხმა იყო, არანაირი რაციონალური განმარტება ნახიჩევანის დაბომბვას არ აქვს, რა თქმა უნდა. ირანი უარყოფს მის დაბომბვას, სხვა გზა არც აქვს, პრინციპში. ჩვენ დაზუსტებით ჯერ არ ვიცით, რა ტიპის თავდასხმა იყო - თუ დრონები იყო, თეორიულად შეიძლება რაღაც ვივარაუდოთ, რომ რომელიმე დანაყოფთან დაკარგა თეირანმა კავშირი, ვეღარ გასცა ბრძანება და მათ თავიანთი ნებით რაღაც გააკეთეს, მაგრამ თუ ეს იყო ბალისტიკური რაკეტა, ამ შემთხვევაში საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ეს არ იყო ირანი და სხვა ძალა იყო.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო არაპროვოცირებული თავდასხმა. აზერბაიჯანი არ მონაწილეობს სამხედრო კამპანიაში, მას არ დაუთმია საკუთარი ასაფრენი ბილიკები და ავიაბაზები, შესაბამისად, მასზე თავდასხმა ყველანაირად - საერთაშორისო სამართლით თუ სხვა კუთხით, არასწორია", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.
აზერბაიჯანულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონების აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
თაგები:
გიორგი მელაშვილი




