გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვხედავთ დასავლეთისგან ჩახსნის ინტენსიურ მცდელობებს


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვხედავთ დასავლეთისგან ჩახსნის ინტენსიურ მცდელობებს. ძალიან კომიკური და სამწუხაროა, რომ ამ მცდელობების სათავეში დგას ადამიანი, რომელიც წლებია, გერმანიის მთავრობის თანამშრომელი იყო, - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" 1990-იანი წლების ცხოვრებას უბრუნდება.
"თმენის ვალდებულება არსებობს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გაანადგურა, აღარც კი არსებობს და პირიქით, თმენის ვალდებულების ნაცვლად ჩვენ მივიღეთ 90-იანი წლები, თუმცა 90-იანებსაც ვერ დავარქმევთ, მაშინ ქურდულ სამყაროსაც რაღაც წესები ჰქონდა და რასაც ჩვენ ვხედავთ, არაფერში არ ჯდება.
ჩვენ ვხედავთ დასავლეთისგან ჩახსნის ინტენსიურ მცდელობებს. ძალიან კომიკური და სამწუხაროა, რომ ამ მცდელობების სათავეში დგას ადამიანი, რომელიც წლებია, გერმანიის მთავრობის თანამშრომელი იყო, დაქირავებული იყო უშუალოდ გერმანიის მთავრობის მიერ და ეს ადამიანის ელჩს და გერმანიის მთავრობას ყველაზე ანტიდასავლური გზებით უტევს", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.
თაგები:
გიორგი მელაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს