
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" მთელი ბაქიბუქი, რომელსაც ვისმენდით ბოლო პერიოდში აშშ-სთან ურთიერთობის დალაგებასთან დაკავშირებით, აშკარაა, რომ არაფერს არ ეფუძნება, - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი საყრდენი დასავლეთისთვის კავკასიის რეგიონში ხდება სომხეთი და არა საქართველო.
"საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია უნდა გამხდარიყო გამაძლიერებელი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენ გვაქვს კონკურენტული უპირატესობა, რომელიც არის ანაკლიის პორტი, მაგრამ იმ არაადეკვატური, ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო, რომელსაც ატარებს "ქართული ოცნება" ბოლო პერიოდში.
ჩვენ ვხედავთ, რომ მთავარი საყრდენი დასავლეთისთვის კავკასიის რეგიონში ხდება სომხეთი და არა საქართველო, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესს.
"ქართული ოცნების" მთელი ბაქიბუქი, რომელსაც ვისმენდით ბოლო პერიოდში აშშ-სთან ურთიერთობის დალაგებასთან დაკავშირებით, აშკარაა, რომ არაფერს არ ეფუძნება", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.
თაგები:
გიორგი მელაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს