Logo

გიორგი მელაშვილი - "ოცნების" რეჟიმის ნებისმიერი საუბარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, 2028 ან 2030  წელს არის უბრალოდ ტყუილი

პოლიტიკა
383
Frontnews image description

"ოცნების" რეჟიმის ნებისმიერი საუბარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, 2028 ან 2030 წელს არის უბრალოდ ტყუილი, - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ქვეყანას იზოლაციაში აქცევს.

"ოცნების" რეჟიმის ნებისმიერი საუბარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, 2028 ან 2030 წელს არის უბრალოდ ტყუილი, ისეთივე ტყუილი, როგორიც იყო ურთიერთობების დალაგება იანვარში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან და ახლა უკვე ახალი მოძრავი თარიღი აირჩიეს იმისთვის, რომ საკუთარი ამომრჩეველი შეიყვანონ შეცდომაში, მოატყუონ და გამოიყენონ ქართული საზოგადოების პროდასავლური ორიენტაცია და ამავდროულად, ყველაფერი გააკეთონ ჩვენი ქვეყნის იზოლაციისთვის", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.

Advertisement