
ავტორი
Front News საქართველო
7 თებერვალს, 17:00 საათზე “ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქციას გამართავს.
ამის შესახებ გიორგი მუმლაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
“ყველას მოგვადგებიან ჩვენი განსხვავებულობის გამო, ჩვენი პატრიოტიზმის გამო, მიხეილ სააკაშვილს სწორედ პატრიოტიზმისთვის სჯიან, ამიტომ ქუჩის პროტესტი არის მთავარი ხაზი, რითიც შეგვიძლია ასე ვაიძულოთ, გაძლიერებული კორდონის ქვეშ იცხოვრონ, იარსებონ, იმოღვაწეონ.
ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს ექნება განცდა, რომ არავის შერჩება მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობამდე მიყვანა.
ამას გავაკეთებთ ქუჩის აქტიური პროტესტით და ამიტომ, 17:00 საათზე კანცელარიასთან ვიკრიბებით და ეს იქნება მასშტაბური პროტესტის დაწყება, რომელიც უნდა გაგრძელდეს მთელი საქართველოს მასშტაბით”, – განაცხადა მუმლაძემ.
თაგები:
გიორგი მუმლაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს