გიორგი პატარიძეს და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 -10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

ავტორი
Frontnews საქართველო
პენიტენციური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი პატარიძეს და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 -10 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ ბრალდებულებს გირაოს გადასახდელად 20-დღიანი ვადა განუსაზღვრა.
პატარიძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ.
დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალი 7 პირს წარედგინა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავას და პავლე გოცირიძეს.
თაგები:
გიორგი პატარიძე




