გიორგი ქადაგიძე – ეს არის დანაშაული და სირცხვილი ყველა იმ თაობის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას


ავტორი
Front News საქართველო
ეს არის დანაშაული საქართველოს ისტორიისა და სირცხვილი ჩვენი ყველა იმ თაობის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი იცვლება და საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება.
“წარმოუდგენელი ამბები ხდება, მსოფლიო პოლიტიკური წესრიგის ცვლილების მომსწრეები ვხდებით და ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ? ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მიმართ დაწესებულ სანქციებს იმეორებს დასავლეთი, მისი ეფექტი იქნება დამანგრეველი რუსეთის ეკონომიკისათვის.
სანქციები კი არ უნდა დავაწესოთ, სანქციებს უნდა შევუერთდეთ, არ შეიძლება რომ ჩვენ ასეთი სირცხვილი ვჭამოთ და ასეთი სირცხვილი გვქონდეს ყველა ოფიციალური განცხადების შემდეგ. წარმოუდგენელია ამ ისტორიულ კონტექსტში ჩვენი სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციის ასე გახმოვანება, ეს არის დანაშაული საქართველოს ისტორიის წინაშე და სირცხვილი ჩვენი ყველა იმ თაობის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობას და იმ იდეას, რომელიც არის შეუქცევადი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ გავხდეთ იმ სამყაროს ნაწილი, სადაც არის დემოკრატია, თავისუფლება, კეთილდღეობა, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული.
ეს არ არის უკრაინის ომი, ეს არის ჩვენი ომი, თუ რუსეთი დამარცხდება ამ ომში და ეს აუცილებლად მოხდება, გაიხსნება ახალი შესაძლებლობების ფანჯარა, რომლისთვისაც არა მხოლოდ ჩვენი თაობა, ყველა ჩვენი წინა თაობა იბრძოდა და თავს წირავდა. როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის გაფართოების ფანჯარა, რომელიც შეიძლება შევადაროთ 90-იანი წლების დასაწყისში ბალტიისპირეთის ქვეყნებისათვის გახსნილ ფანჯარას, რომლის არგამოყენებაც უბრალოდ დანაშაულია ისტორიის წინაშე“, – განაცხადა ქადაგიძემ.
თაგები:
უკრაინა

გიორგი გახარია – ეს არ არის ნამდვილი დებატი, ამომრჩეველი არ უნდა მოვატყუოთ, მაგრამ მე მაინც ვდგავარ აქ იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მაქვს ამომრჩევლის წინაშე

გიორგი გახარია – ეს არის არჩევნები, რომლისგანაც დღეს და აქ დაიწყება ცვლილებები ქვეყანაში

გიორგი ბარამიძე – ეს არის საქართველოს ღალატის პოლიტიკა და ეს პოლიტიკა უნდა დამთავრდეს