Logo

გიორგი ქადაგიძე – ეს რეჟიმიც ზუსტად ისე დასრულდება, როგორც ყველა ავტოკრატიული რეჟიმი და თან იმაზე სწრაფად, ვიდრე ბევრს გვეგონა

პოლიტიკა
1035
Frontnews image description

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ ამ დარბაზებში დღეს ასამართლებენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მომავლისთვის მებრძოლ ხალხს აკავებენ.

“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ ამ დარბაზებში დღეს ასამართლებენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილებს, ექიმებს, არქიტექტორებს, ინჟინრებს, მასწავლებლებს, მუსიკოსებს, მსახიობებს, ამ ქვეყნის ახალგაზრდებს და საუკეთესო მომავალს, ვინც იბრძვის ჩვენი ევროპული მომავლისთვის, კეთილდღეობისთვის და მშვიდობისთვის. ეს არის კლასიკა ავტოკრატიული რეჟიმების და ეს რეჟიმიც ზუსტად ისე დასრულდება, როგორც ყველა ავტოკრატიული რეჟიმი და თან იმაზე სწრაფად, ვიდრე ბევრს გვეგონა.

ჩემი საქმე სხვებისგან არაფრით განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უწყვეტი კადრები, სადაც არანაირი დარღვევა არ ჩანს, რა თქმა უნდა, არანაირი მტკიცებულების გამოკვლევა არ ხდება ამ სასამართლოზე და ეს სასამართლო არის ფარსი. როცა ამ სისტემას დავასრულებთ, სასამართლო უნდა გახდეს თავისუფალი“, – განაცხადა გიორგი  ქადაგიძემ.

გიორგი ქადაგიძე 2 თებერვალს გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესის დარღვევით მაშინ დააკავეს, როცა “თბილისი მოლიდან” რუსთაველის გამზირისკენ სხვა აქტივისტებთან ერთად მიემართებოდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები