
ავტორი
Front News საქართველო
ოლიგარქიის დასამარცხებლად და კოალიციური მთავრობის შექმნისათვის გვაქვს 6 თვე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა ირწმუნოს საკუთარი ძალის და იბრძოლოს ცვლილებებისთვის.
“ჩვენ უნდა მოვახერხოთ გამოვიწვიოთ ისეთი ცვლილებები, რომ იქნება საერთაშორისო კონსესუსის საგანი, რომ ჩვენ დავამარცხეთ ოლიგარქია. ჩვენ უნდა ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, უნდა ავირჩიოთ მრავალპარტიული პარლამენტი, რომ წარვდგეთ ევროპაში უკვე კოალიციური მთავრობით, ამ ყველაფრისთვის ჩვენ გვაქვს 6 თვე. წარმომადგენლობით დემოკრატია შეიძლება დავარქვათ, როდესაც არჩეული ხელისუფლების წევრები არ ასრულებენ საზოგადოების დაკვეთას, მაშინ თვითონ საზოგადოება იმაღლებს ხმას. უნდა ვირწმუნოთ საკუთარი ძალის და უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია შეცვლა“, – განაცხადა ქადაგიძემ.
თაგები:
გიორგი ქადაგიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს