გიორგი ქადაგიძე – სახელმწიფო დგას გზაგასაყარზე, სადაც ბრძოლის წაგების ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ უნდა ვირწმუნოთ ჩვენი ძალა, რომ ეს სახელმწიფო დგას გზაგასაყარზე, სადაც ბრძოლის წაგების ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ხელისუფლება დგას 2-3 ათას სასტიკ ადამიანზე.
“ეს რეჟიმი დგას 2-3 ათას სასტიკ ადამიანზე. წარმოაჩენენ პროპაგანდას, თითქოს ესენი არიან ბევრი და დგანან ძლიერ ძალოვან უწყებებზე, როგორიცაა რუსეთის, ბელორუსის და ირანის შემთხვევაში. საქართველოში ეს ასე არაა, ესენი რამდენიმე ათასი არიან და ჩვენ ვართ აბსოლუტური უმრავლესობა, ვისაც ეს არ მოგვწონს და ამ კატასტროფულ მდგომარეობასთან შეგუება არ გვინდა, მაშინ, როცა ასეთი დიდი ისტორიული შესაძლებლობები გვაქვს.
მე მესმის ადამიანების, რომლებსაც ხმამაღლა პროტესტის არა თუ ეშინიათ, არამედ კრიტიკულ პოსტებზე ემოციის გამოხატვა ეშინიათ. ჩვენ უნდა ვირწმუნოთ ჩვენი ძალა, რომ ეს სახელმწიფო დგას გზაგასაყარზე, სადაც ბრძოლის წაგების ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
თაგები:
გიორგი ქადაგიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს