
ავტორი
Front News საქართველო
სასამართლო იმსჯელებს წინა სასამართლო სხდომის განსაზღვრის თარიღთან დაკავშირებით. საქმე ეხება სასამართლოს უპატივცემულობას და მოწმეზე შეურაცხმყოფელ განცხადებას, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნიან.
"სასამართლო იმსჯელებს წინა სასამართლო სხდომის განსაზღვრის თარიღთან დაკავშირებით. საქმე ეხება სასამართლოს უპატივცემულობას და მოწმეზე შეურაცხმყოფელ განცხადებას. მოწმე არის პოლიციელი, რომელიც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ალეკო ელისაშვილმა ამხილა სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში, ეს არის შოთა ჭიპაშვილი, სწორედ მას უწოდა, გამოძიების ვერსიით, ალეკო ელისაშვილმა არაკაცი, რის გამოც, მეოთხე სისხლის სამართლის საქმე დაიწყო მის წინააღმდეგ - ეს არის პოლიტიკური დევნა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ და რეალურად, საქმე გვაქვს არა რეალურ სამართალთან, არამედ პოლიტიკური ნიშნით გასამართლებასთან, რასაც პროკურატურას ხელს სასამართლო სისტემა უწყობს", - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.
"მოქალაქეების" ლიდერს ალეკო ელისაშვილს გამოძიებამ მეოთხე ბრალი წაუყენა. მას მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან.
თაგები:
გიორგი რეხვიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს