
ავტორი
Front News საქართველო
გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით და ამოვწურავთ ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციას და მივმართავთ ევროპულ სასამართლოს, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლომ ყველაზე მძიმე კვალიფიკაცია გამოიყენა.
"გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. მოსამართლემ დაცვის მხარის მტკიცებულებები არ გაითვალისწინა, რაც პირდაპირ მიუთითებდა, რომ აღნიშნული ხანძრის გაჩენა 25 მილიონის ზიანს ვერ გამოიწვევდა. უშუალოდ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე ვსაუბრობ, რასაც პროკურატურამ თავი აარიდა და არ მიმართა, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა ჰიპოთეზურ საკითხს, ეჭვსა და ვარაუდს.
კანონმდებლობით, ყველა ეჭვი, თუ ის საქმეში არსებობს, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, სამწუხაროდ, სასამართლომ ყველაზე მძიმე კვალიფიკაცია გამოიყენა.
მცდელობაც რომ დადასტურებულიყო ტერორისტული აქტის, 13 წელი ძალიან ბევრია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით და ამოვწურავთ ეროვნულ დონეზე ყველა ინსტანციას და მივმართავთ ევროპულ სასამართლოს", - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.
"მოქალაქეების" ლიდერს ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ სასამართლოს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოიტანა.
ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს.
თაგები:
გიორგი რეხვიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს