
ავტორი
Front News საქართველო
თუ ექსპერტმა არ იცის, აღნიშნულთან დაკავშირებით, მაშინ შეუძლებელია იურისტმა, პროკურორმა, მტკიცებით ფორმაში თქვას, რომ კონკრეტული ქმედება, რაც განახორციელა კონკრეტულმა პირმა, დესტაბილიზაციას და განადგურებას გამოიწვევდა, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პირდაპირ შლის იმ ბრალის დადგენილებას, რომელიც წარდგენილი აქვს ალეკო ელისაშვილს.
"ვიწყებთ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც ჩვენ მივიღეთ სამხარაულის ექსპერტიზისგან, ეს შეეხება ხანძართან დაკავშირებით იმ შესაძლო განვითარებას, თუ რა შეიძლება გამოეწვია კონკრეტულად ამ ხანძრის გაჩენას.
გამოიწვევდა თუ არა შენობის განადგურებას, დესტაბილიზაციას, რასაც პროკურატურა გვედავება, თუმცა, სამხარაულის ექსპერტიზა გვწერს, რომ ეს არის ჰიპოთეტური, შეუძლებელია, აღნიშნულ ვითარებაში დადგინდეს, თუ რა ზიანი შეიძლება გამოეწვია, განადგურდებოდა თუ არა სასამართლოს შენობა, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ ექსპერტმა არ იცის აღნიშნულთან დაკავშირებით, მაშინ შეუძლებელია იურისტმა, პროკურორმა, მტკიცებით ფორმაში თქვას, რომ კონკრეტული ქმედება, რაც განახორციელა კონკრეტულმა პირმა, დესტაბილიზაციას და განადგურებას გამოიწვევდა.
ეს პირდაპირ შლის იმ ბრალის დადგენილებას, რომელიც წარდგენილი აქვს ელისაშვილს", - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აღნიშნულ საქმეზე აცხადებს, რომ "არ არსებობს ხანძრის გაჩენის ფაქტი და ობიექტის დაწვის შედეგად მიღებული საკვლევი მასალა".
ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თაგები:
გიორგი რეხვიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს