გიორგი რუხაძე - რუბიო იმედს იტოვებს, რომ საქართველო შეცვლის თავის ტრაექტორიას

ავტორი
Front News საქართველო
ახლა რუბიო იტოვებს იმედს, რომ საქართველო შეცვლის თავის ტრაექტორიას და შეიცვლება არა მხოლოდ ურთიერთობები აშშ-სთან, არამედ შეიცვლება "ქართული ოცნების" ქცევაც - ანუ, საქართველოს ქცევა, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-მა იცის საქართველოს მძიმე პოლიტიკური მემკვიდრეობა და აქედან გამოსვლის გზები, რომელსაც ხელისუფლებას სთავაზობს.
"რუბიოს ამ გამოსვლაში, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი რამ ითქვა, თუმცა, სამწუხაროდ, როდესაც სომხეთი განიხილება იმ ჭრილში, რომ ის უნდა გახდეს რეგიონის სავაჭრო ცენტრი - მთავარი ჰაბი, ამ კონტექსტში საქართველოზე არის საუბარი, რომ ის არის ირანისა და კომუნისტური ჩინეთის მთავარი მოკავშირე.
რუბიომ ყველაფერი თქვა, რაც სჭირს საქართველოს - თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა, თქვა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება რეპრესიებს ატარებს ამ ქვეყანაში, ახსენა, რომ ტრაექტორია შეიცვალა ქვეყანამ და ასევე ისიც თქვა, რომ კი, ეს ყველაფერი მათ აშფოთებთ და აღელვებთ, თუმცა ისიც თქვა, რომ ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც მიიღეს, ანუ, ეს პრობლემები უკვე არსებობდა და როცა საქართველოს ხელისუფლებამ იკითხა, რა გავაკეთოთ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა გამოსწორდესო, ჩვენ ჩვენი პირობები წავუყენეთ, ისინი კი შეგვპირდნენ, რომ ამ წინაპირობებს შეასრულებენ. ახლა რუბიო იტოვებს იმედს, რომ საქართველო შეცვლის თავის ტრაექტორიას და შეიცვლება არა მხოლოდ ურთიერთობები აშშ-სთან, არამედ შეიცვლება "ქართული ოცნების" ქცევაც - საქართველოს ქცევა", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ მათ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
თაგები:
გიორგი რუხაძე




