
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა გიორგი სააკაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზები საფუძველია იმისა, რომ მესამე პრეზიდენტი დაუყონებლივ იქნას გადაყვანილი უცხოეთში, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
“მთავარი მოთხოვნაა რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი საზღვარგარეთ შესაბამის სამკურნალო კლინიკაში გაშვება, რაც ითვალისწინებს ხანგრძივ რეაბილიტაციის კურსს. ვინაიდან ადგილზე ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდა და დღითიდღე უარესდება.
გავიხსენოთ, რომ “ვივამედში” შევიდა თავისი ფეხით და დღესდღეობით გადაადგილების უნარიც არ აქვს. ადამიანი იღუპება პირდაპირი გაგებით. ერთადერთი გამოსავალია მოხდეს საზღვარგარეთ მისი გადაყვანა”, – განაცხადა გიორგი საააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით კანცელარიასთან აქცია იმართება. აქციაზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, მედიკოსები და პოლიტიკოსები.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს