
ავტორი
Front News საქართველო
გიორგი სააკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.
“მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ბოლო სასამართლო პროცესთან შედარებით, რომელიც 7 თვის წინ იყო და ორჯერ გახდა შეუძლოდ და მისი გაყვანა გახდა სასამართლო პროცესიდან დახმარების აღმოჩენისთვის.
მე ხშირად მიწევს ჩემი ძმის მონახულება და დაგიდასტურებთ, რომ მისი მდგომარეობა ბევრად მძიმეა და მართლა ერთხელ და სამუდამოდ ფარდა უნდა აეხადოს იმას, რომ კი, ნამდვილად ყველა ექიმი მაქსიმალურს ცდილობს, რომ შეუმსუბუქოს მდგომარეობა “ვივამედში”, მაგრამ მდგომარეობა რთულია.
რთული სათქმელია ჩემი მხრიდან, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა თუ არა, მაგრამ ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ თუნდაც თუ არ მოიყვანეს დღეს, არ უნდა მმართველ პარტიას, რომ დაანახოს საზოგადოებას მართლა რა მძიმე მდგომარეობაშია დღესდღეობით ჩემი ძმა”, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.
თაგები:
გიორგი სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს