
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება.
მისივე თქმით, ელოდებოდა, რომ მოსამართლე არ დააკმაყოფილებდა ადვოკატების შუამდგომლობას, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ იყო დაწერილი.
“ეს იყო დადგმული შოუ. მოსამართლე იჯდა და უბრალოდ უსმენდა ორივე მხარეს. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, პირადად ბიძინა ივანიშვილის დადგმული სპექტაკლი.
ეს არის მმართველი პარტიის, ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დაკვეთით და ახლა ხარობენ ქართველები, რომლებიც ზიან იქ, შუშის სასახლეში და მეორე რუსეთში.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბრძოლას ახლა ვიწყებთ, ამას არ შევეგუებით. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ სტრასბურგის სასამართლოში. ჩვენ გვერდით გვიდგას მთელი თანამეგობრობა, უკრაინა, რომლის მოქალაქეც არის და სირცხვილი ჭამა საქართველოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.
თაგები:
გიორგი სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს