გიორგი სააკაშვილი – ვერც წარმოვიდგენდით რაზე ვსაუბრობთ ახლა, რომ გადარჩება თუ არა


ავტორი
Front News საქართველო
მას იმდენად ენატრებოდა საქართველო, ძალიან კარგად მესმის, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ გიორგი სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისტორია განსჯის იყო თუ არა შეცდომა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა.
“მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მას იმდენად ენატრებოდა საქართველო, იმდენად ენატრებოდა საქართველოში თითოეული გატარებული წუთი, ძალიან კარგად მესმის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან ხედავდა, მის მიერ აშენებული ქვეყანა დღითი დღე რეგრესს განიცდიდა ძალიან ბევრ სფეროში. რა თქმა უნდა, ისტორია განსჯის, ვერც მე ვერც თქვენ, ვერც თითოეული მოქალაქე ვერ იტყვის. ეს უკვე წარსულია, მიიღო ეს გადაწყვეტილება, ჩამოვიდა და ვიცით, რა მდგომარეობაშია. ვერც წარმოვიდგენდით რაზე ვსაუბრობთ ახლა, რომ გადარჩება თუ არა. ჩვენ ვართ ყველა თანამონაწილეები, თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ ამას, 118 კილო იყო და 79 კილოზეა ჩამოსული ადამიანი, ამას ხო მიზეზები აქვს. ვერ დავეთანხმები ხელისუფლებას რომ 4 კედელს შორის უჭირს გაჩერება და ესაა ამის მიზეზი“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.


გია ბარამიძე – გაუგებარია რაზე ვსაუბრობთ, არის თუ არა შეცდომა, რომ თავი გაწირა სამშობლოსთვის?

ლინკოლნ მიტჩელი – სააკაშვილი ელოდა, რომ მისი დაბრუნება მყისიერად შეცვლიდა თამაშის წესებს, მაგრამ შეცდა

ლევან ნიკოლეიშვილი – გამოკითხვა, რომ ჩაატარო შეკითხვით გინდათ თუ არა ომი საქართველოში, ყველა გიპასუხებთ, რომ არა! მაგრამ თუ შეკითხვას დააკონკრეტებ, თუ ვის უნდა ომი- მაშინ გიპასუხებენ რუსეთს, რადიკალურ ოპოზიციას და მათ ბელადს