
ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ის ოქროს შუალედი, რომელიც არც ბიზნესსექტორს დააზარალებს და ბუნებრივია, ამ ოქროს შუალედის მოძებნით და ამ დაბალანსებული პოლიტიკით, მოხდება ფასების რეგულაცია ისეთ ნიშნულზე, რომ ასეთი კატასტროფული ფასნამატი არ არსებობდეს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა.
"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. მოგეხსენებათ, მან შექმნა სამთავრობო კომისია და ძალიან მალე საპარლამენტო ჯგუფიც ჩამოყალიბდება და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ეს უნდა აისახოს თითოეული მოქალაქის სამომხმარებლო კალათაზე, თითოეული მოქალაქის ჯიბეზე, ჩვენს ოჯახებზე. დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ის ოქროს შუალედი, რომელიც არც ბიზნესსექტორს დააზარალებს და, ბუნებრივია, ამ ოქროს შუალედის მოძებნით და ამ დაბალანსებული პოლიტიკით, მოხდება ფასების რეგულაცია ისეთ ნიშნულზე, რომ ასეთი კატასტროფული ფასნამატი არ არსებობდეს და მოსახლეობას ეკონომიკური კეთილდღეობა და ეკონომიკური მზარდი ტენდენციები დაეტყოს ყოველდღიურად“, - განაცხადა სოსიაშვილმა.
თაგები:
გიორგი სოსიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს