გიორგი სოსიაშვილი - დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია

ავტორი
Front News საქართველო
ლიბერალი ფაშისტების სამიზნე დიდი ხანია, არის ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, რომ ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში მის უწმინდესობასა და უნეტარესობაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.
მისი თქმით, ეკლესიის დასუსტების მსურველებს, გარდაცვლილი პატრიარქიც კი "ძილს უფრთხობს" და სურთ, რომ ეკლესიაში გარკვეული დისონანსი და არეულობა შეიტანონ, რადგან პატრონების დავალებების თანახმად, მათი მთავარი სამიზნეა ქართველების სულიერი ცხოვრების მოშლა.
"ამ ადამიანებს გარდაცვლილი პატრიარქიც ძილს უფრთხობს, რადგან ეკლესიაა ჩვენი ხალხის გამაერთიანებელი და ახლა უკვე უნდათ, რომ ეკლესიაში შეიტანონ გარკვეული დისონანსი და არეულობის მცდელობები ჰქონდეთ. ბუნებრივია, ასრულებენ თავიანთი პატრონების დავალებებს, იმიტომ, რომ მათი მთავარი სამიზნე ყოველთვის იყო ჩვენი სულიერი ცხოვრების მოშლა. ამ სულიერი ცხოვრების მესაჭე არის ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია", - განაცხადა სოსიაშვილმა.
თაგები:
გიორგი სოსიაშვილი




