გიორგი სოსიაშვილი - ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო

ავტორი
Front News საქართველო
ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა.
მისი თქმით, "რადიკალებისთვის ეს დებატები მიუღებელი ფორმატია იმ თვალსაზრისით, რომ სურთ მონოლოგის რეჟიმში თავიანთი შექმნილი ცრუ ნარატივები მოახვიონ ხალხს თავზე".
"როგორც კი კითხვას დაუსვამ, მაშინვე გაურბიან ამ კითხვებს, ვინაიდან მთავარი მათთვის არის თავიანთი დღის წესრიგი, თავიანთი პატრონების მიერ მიცემული დავალება როგორ უნდა განავრცონ, როგორ უნდა მოახვიონ საზოგადოებას თავს“, - განაცხადა სოსიაშვილმა.
თაგები:
გიორგი სოსიაშვილი




