
ავტორი
Front News საქართველო
ნაცმოძრაობამ კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას თუ რა არის მათი ნამდვილი მიზანი. ნამდვილი მიზანი არა ხალხისთვის ზრუნვაა, არამედ დიდი ფულის შოვნაა და ეს ამოძრავებდათ მათ საქართველოშიც და უკრაინაშიც, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი საუბრობს.
"როდესაც ამ ნაცბანდამ საქართველოში ამოწურა თავისი შავბნელი საქმიანობა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრა „ქართულმა ოცნებამ“, „დიფ სტეიტმა“, ამ ბნელმა ძალამ დესანტივით გადასხა ეს მავნებლები უკრაინაში, სადაც მათ საკვანძო თანამდებობები დაიკავეს. ესენი ფულის გამო წავიდნენ. აგენტები არიან და ბუნებრივია, რომ როგორც გიენები მიესევიან ხოლმე მსხვერპლს, ისე არიან ახლა უკრაინელი ხალხის ხარჯზე ნაშოვნ ფულზე მისეული ეს ადამიანები. ბევრი კლანია შიგნით და თავისთავად ცხადია, ნაცმოძრაობამ კიდევ ერთხელ საზოგადოებას დაანახა თუ რა არის მათი ნამდვილი მიზანი. ნამდვილი მიზანი არა ხალხისთვის ზრუნვაა, არამედ დიდი ფულის შოვნაა და ეს ამოძრავებდათ მათ საქართველოშიც და უკრაინაშიც“- განაცხადა სოსიაშვილმა.
თაგები:
გიორგი სოსიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს