გიორგი თავდგირიძე - გეგმამ, რომელიც ორგანიზატორებს ჰქონდათ, უნაკლოდ არ იმუშავა, მათ მეტი უნდა ემუშავათ ამ გეგმაზე


ავტორი
Front News საქართველო
გეგმამ, რომელიც ორგანიზატორებს ჰქონდათ, უნაკლოდ არ იმუშავა, მათ მეტი უნდა ემუშავათ ამ გეგმაზე, ხალხის განწყობა, შესაძლებლობა, ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინათ, - ამის შესახებ მოძრაობა "ფარის" დამფუძნებელმა გიორგი თავდგირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა პოლიტიკური პროცესების დროა ქუჩის აქციებთან ერთად.
"გეგმამ, რომელიც ორგანიზატორებს ჰქონდათ, უნაკლოდ არ იმუშავა, მათ მეტი უნდა ემუშავათ ამ გეგმაზე, ხალხის განწყობა, შესაძლებლობა - ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინათ. თუმცა უნდა დავუფასოთ ის, რომ სახალხო კრება ჩატარდა. ახლა ჩვენზეა ჯერი, ლიდერის გარეშე როგორ შევძლებთ საერთო ენის გამონახვას.
თქვენ ხედავთ, რომ ღამეს როგორც შეეფერება, ხალხი დგას გარეთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პროცესი გაგრძელდება. თუმცა დროა, ამოცანები შევცვალოთ, აღარ არის საუბარი ერთ ლიდერზე და ოთხთა კომიტეტზე. პოლიტიკური პარტიებიც უნდა მოვიდნენ და გვესაუბრონ. სათავეში არ უნდა ჩაგვიდგნენ, კონსენსუსი უნდა გამოინახოს და შევთანხმდეთ. გასაგებია, რომ პაატა ბურჭულაძეს აკრიტიკებენ, რადგან ძალიან ასწია თამასა და მოლოდინები ერთ თარიღს დაუკავშირა, მაგრამ ახლა ხალხია გაბრაზებული, რომელიც ქუჩაშია და ახლა საჭიროა, რომ ქუჩის პროცესს პოლიტიკურიც დაემატოს", - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.
თაგები:
გიორგი თავდგირიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს