გიორგი თავდგირიძე - მოვუწოდებ შსს-ს, თუ ისინი დავალებებს მიიღებენ და უნდათ, დაზღვეული იყვნენ, ივანიშვილისგან მოისმინონ და არა მისი ოჯახის წევრებისგან


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ახლა ვიხილეთ მოწინააღმდეგის უკვე დამარცხებული მხედართმთავარი, რომელიც შეგუებულია უეჭველ დამარცხებას, - ამის შესახებ მოძრაობა "ფარის" დამფუძნებელმა გიორგი თავდგირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ნერვიულობისგან ენა ებმებოდა.
"ჩვენ ახლა ვიხილეთ მოწინააღმდეგის უკვე დამარცხებული მხედართმთავარი, რომელიც შეგუებულია უეჭველ დამარცხებას. რაც მთავარია, თუ დააკვირდით მას, ქართული კი არ ავიწყდება, ავიწყდებოდა დაზეპირებული მიმართვა, მას ებმებოდა ენა, სტრესი აქვს, შიში მას გონებას უფანტავდა. მე ერთი ვიცი და მოვუწოდებ შსს-ს, თუ ისინი დავალებებს მიიღებენ და თუ უნდათ, რომ დაზღვეული იყვნენ, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან მოისმინონ დავალებები და არა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისგან, ეს იქნება მათთვის გარკვეული დამცავი", - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.
"ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, როგორი განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს ოპონენტებისგან, თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართულ საზოგადოებას მასზე როგორც წესი, რეაქცია არ აქვს.
თაგები:
გიორგი თავდგირიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს