გიორგი თავდგირიძე - ფაქტობრივად, ამით ჩვენს თავს დავიდანაშაულებთ და დასრულდება არაღიარების პოლიტიკა


ავტორი
Front News საქართველო
მძიმე დღეები გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულმა პარლამენტმა არ მიიღოს დასკვნა, სადაც საქართველო დადანაშაულებული იქნება ომის დაწყებაში, - ამის შესახებ მოძრაობა "ფარის" დამფუძნებელმა გიორგი თავდგირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა, ამის შემდეგ ბევრი სახის სცენარი დადგეს.
"მძიმე დღეები გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულმა პარლამენტმა არ მიიღოს დასკვნა, სადაც საქართველო დადანაშაულებული იქნება ომის დაწყებაში. პოლიტიკური შეფასებები და ნარატივები, გასაგებია, ეს რუსული ნარატივების გადამღერებაა, მაგრამ სანამ რჩება ეს პროპაგანდის სფეროში, მანამდე ეს ხიფათს არ წარმოადგენს, მაგრამ თუ მიიღო პარლამენტმა დადგენილება, რომ ომში დამნაშავე არის ქართული მხარე და ამას ქართული მხარე ადასტურებს, ფაქტობრივად, ამით ჩვენს თავს დავიდანაშაულებთ და ამით დასრულდება არაღიარების პოლიტიკა. სცენარი ბევრნაირი არსებობს. ჩვენ პოლიტიკური პროცესი თავიდან გვექნება დასაწყები, სადაც უნდა ვამტკიცოთ, რომ ეს არის ჩვენი ტერიტორია და არაღიარება ეს არის დანაშაულებრივი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული და ასე შემდეგ.
ჩათვალეთ, რომ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა დგას იმაზე, რომ ჩვენ გვყავს ამერიკული ჯარი. ამერიკულ ჯარს ბრჭყალებში ვამბობ. ეს რუსეთის მხრიდან იდენტიფიცირებულია, როგორც ამერიკული ქვედანაყოფი საქართველოში და ეს უშლის იმას ხელს, რომ რეპრესიები გაიშალოს ისე, როგორც რუსეთს სურს. ეს კიდევ უფრო ზრდის ძლიერი დაჯგუფების ანტირუსულ განწყობას, როცა ჯარს ეუბნებიან, რომ შენ მიერ შესრულებული უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება არის დანაშაულებრივი.
წულუკიანი ვა-ბანკზეა წასული, მათ ღალატის პროცესი დაწყებული აქვთ და უკან დახევის გზა არ აქვთ, მაგრამ არც გვირაბის ბოლოში ჩანს შუქი იმიტომ, რომ ისინი გახდნენ ევროპის, როგორც სამხედრო ბანაკის სამიზნე", - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით სპეციალური დადგენილება მიიღო. მას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.
თაგები:
გიორგი თავდგირიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს