გიორგი ტყემალაძე – ჩვენი ქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები მოსახლეობასთან ერთად უნდა მივიღოთ


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გიორგი ტყემალაძე ამჯერად ნუცუბიძის მეოთხე მიკრო რაიონის მოსახლეობას შეხვდა. მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა დედაქალაქის მთავრობის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა და ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.
“ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით მოსახლეობას და ადგილზე ვეცნობით თითოეულ უბანში არსებულ ვითარებას. ვისმენთ მათ მოსაზრებებსა და თხოვნებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, რადგან ყველაზე უკეთ მათ იციან, თუ რა პრიორიტეტებია ამა თუ იმ უბანში. ჩვენი ქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები მოსახლეობასთან ერთად უნდა მივიღოთ” – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თაგები:
გიორგი ტყემალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს