Logo

გიორგი ცაგარეიშვილი თბილისის აეროპორტში ამერიკიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დახვდა

პოლიტიკა
2 დღის წინ / 16:34
340
Frontnews image description

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დახვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცაგარეიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს მზადყოფნა, დახმარება გაუწიოს სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს.

"გიორგი ცაგარეიშვილმა დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამებისა და მხარდაჭერის სერვისების შესახებ, რომლებიც რეინტეგრაციის პროცესში მათ საზოგადოებაში ადაპტაციას შეუწყობს ხელს.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ მხარდაჭერა, რათა ღირსეულად გააგრძელონ ცხოვრება სამშობლოში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement