გიორგი წიტაიშვილის და გიორგი აბუაშვილის “მეცმა” მოწინააღმდეგე “ლანსი” დაამარცხა

ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეათე ტურში “მეცი” “ლანსს” დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
შეხვედრას მეცში სტად სენტ-სიმფორიენის სტადიონმა უმასპინძლა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მან მოედანზე 81 წუთი გაატარა, რის შემდეგაც ის მეორე ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი აბუაშვილმა შეცვალა.
მატჩის საწყისი წუთებიდან იყო გოლის გატანისა და დაწინაურების მცდელობა და სურვილი ორივე გუნდის მხრიდან, თუმცა მხოლოდ 87-ე წუთზე პენალტის საშუალებით მოხერხდა ანგარიშის გახსნა.
“მეცის” თავდამსხმელმა გოტიე ჰეინიმ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და გუნდი დააწინაურა. მატჩის დამატებით დროში, 91-ე წუთზე გოტიემ დუბლი გაიფორმა. გოლიდან დაახლოებით ერთ წუთში კი ფეხბურთელი არასპორტული ქმედებისთვის გაფრთხილების გამო მოედნიდან გააძევეს.
დრამატული ბოლო წუთების შემდეგ მატჩის საბოლოო ანგარიშად 2:0 დაფიქსირდა.
მეათე ტურის შემდეგ “მეცი” ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.
შემდეგ ტურში ქართველთა კლუბის მეტოქე “ნანტი” იქნება, რომელიც “მეცს”20:15 საათზე “სტანდ დე ლა ბოჟუაღზე" უმასპინძლებს.
თაგები:
ფეხბურთი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


