
ავტორი
Front News საქართველო
ადამიანებისგან, რომლებსაც მიტაცებული აქვთ ძალაუფლება, ჩვენ სიკეთეს არ უნდა ველოდოთ იმიტომ, რომ ბოროტების წყარო არიან ესენი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა მოქმედების დროა.
"ყველაფერი მოხდება მას შემდეგ, რაც ჩვენ საყოველთაო კონსოლიდაციას, გაერთიანებას შევძლებთ. ადამიანებისგან, რომლებსაც მიტაცებული აქვთ ძალაუფლება, ჩვენ სიკეთეს არ უნდა ველოდოთ იმიტომ, რომ ბოროტების წყარო არიან ესენი. ნამდვილად არ ვარ მოწყალების მოლოდინში ადამიანებისგან, ვინც ამდენი დანაშაული ჩაიდინა.
ახლა მოქმედების დროა. ამიტომ, 26 მაისს, საღამოს 19:00 საათზე დავიძვრებით უნივერსიტეტიდან და მივალთ რუსთაველზე, იქ შევიკრიბებით. დღეს რასაც ვატყობ, ბევრი ხალხი იქნება, ბევრი მოდის. ასე, რომ ვინც გვიყურებს ვეუბნებით, რომ არ გამოგრჩეთ, თქვენც უნდა მოხვიდეთ იმიტომ, რომ ერთად შეგვიძლია გამარჯვებას მივაღწიოთ, ერთ მუშტად შეკრულ ქართველს ერს ვერავინ წინ ვერ აღუდგება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს