გიორგი ვაშაძე - ბრალის დადგენილება ცარიელი ფურცელია, რომელზეც სახელი და გვარი წერია და მედავებიან, რომ 15 წელი უნდა ჩამსვან ციხეში

ავტორი
Front News საქართველო
ბრალის დადგენილება ცარიელი ფურცელია, რომელზეც სახელი და გვარი წერია და მედავებიან, რომ 15 წელი უნდა ჩამსვან ციხეში. განცხადებებიც არ არის ჩემი, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეში ყალბი ან ცრუ ჩვენებაც არ არის.
"ბრალის დადგენილება ცარიელი ფურცელია, რომელზეც სახელი და გვარი წერია და მედავებიან, რომ 15 წელი უნდა ჩამსვან ციხეში. განცხადებებიც არ არის ჩემი. როდესაც ბრალის დადგენილება ჩამბარდა, მაშინ ციხეში ვიყავი და ადვოკატს 1 კვირის განმავლობაში ვეკითხებოდი - რაიმე ხომ უნდა იდოს საქმეში მეთქი, ნახსენებიც არ ვარ, მტკიცებულებაც არ არის. საქმეში ყალბი ან ცრუ ჩვენებაც არ არის, ანუ ეს საქმე არის ცარიელი ფურცელი.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე მალე შეწყდება, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პატიმარს თავისუფლებაზე ვიხილავთ და ეს უსამართლობა დასრულდება. ბრძოლა გრძელდება და მყარად და მხნედ ვართ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე) მუხლებით.
თაგები:
გიორგი ვაშაძე




