გიორგი ვაშაძე – ეს არის შიდა დაპირისპირებები კლანებს შორის, რომლებსაც არ უნდათ, რომ იყვნენ სანქცირებული


ავტორი
Front News საქართველო
ეს არ არის საკადრო გადაადგილებები, ეს არის შიდა დაპირისპირებები კლანებს შორის, რომლებსაც არ უნდათ, რომ იყვნენ სანქცირებული, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნებაში” ბევრად მძიმე ვითარებაა, ვიდრე ჩანს.
“ეს არ არის საკადრო გადაადგილებები, ეს არის შიდა დაპირისპირებები კლანებს შორის, რომლებსაც არ უნდათ, რომ იყვნენ სანქცირებული. ქარსელაძეს არ უნდა იყოს დასანქცირებული, ლილუაშვილს არ უნდოდა დასანქცირება ამერიკა-ევროპის მხრიდან, შესაბამისად, ის არ ეთანხმება რაღაც პოზიციას. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ის კეთილი ადამიანია, არა, უბრალოდ სხვა გზით უნდა წავიდნენ.
ყველაფერი იცვლება, არაფერია სამუდამო და სამისდღემჩიო. ეს ყველაფერი არის ის, რომ ვიღაცას უშვებენ, ვიღაცა ჩამოწერეს, ეს არის ამ კლანის დასუსტება. ეს დიდი კორუფციული კლანია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ყველა მიმართულებითაა ძალაუფლების ცვლილებები. ეს არის ის, რასაც წინააღმდეგობის ურღვეობა იწვევს.
ეს საკმარისი არ არის, მეტია საჭირო და ვცდილობ, ყველასთან ვისაუბრო, რომ საერთო საქმის კეთება დავიწყოთ, რომელიც გამარჯვების ხაზზე გაგვიყვანს საბოლოო ჯამში.
საქმე იმაშია, რომ გაცილებით მძიმედაა მათი ვითარება, ვიდრე ჩანს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მას რევაზ სოხაძე შეცვლის.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე – ეს არის შიდა პარტიული გადაჯგუფება იმისთვის, რომ ოპტიმალურად იყოს გამოყენებული შესაძლებლობები

გიორგი ვაშაძე – ეს არ არის მხოლოდ მისი სანქციები, ეს არის, ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკური კოლაფსისკენ გზა

გიორგი ვაშაძე – ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე ეს თემა უნდა დასრულდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით