
ავტორი
Front News საქართველო
სანამ შევიდოდი ვიცოდი, რომ 100%-ით დააკმაყოფილებდნენ პროკურატურის მოთხოვნას, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პასპორტი იმიტომ ჩამოართვეს, რომ აჩვენონ, კიდევ შეუძლიათ წამება და წვალება.
"ვიცოდი, რომ ზურა ჯაფარიძეს პასპორტი ჩამოართვეს და ვიცოდი, რომ მეც ჩამომართმევდნენ. სანამ შევიდოდი ვიცოდი, რომ 100%-ით დააკმაყოფილებდნენ პროკურატურის მოთხოვნას.
პასპორტი რატომ წამართვეს? რომ აჩვენონ, კიდევ შეუძლიათ წამება და წვალება. ადამიანისთვის პირადობის წართმევა არ შეიძლება, რადგან ის არ არის გადაადგილებისთვის. ამას მოსამართლეს იმიტომ ვესაუბრებოდი, რომ პირადობის შექმნაზე და ამ კანონებზე მე ვმუშაობდი.
გირაოს გადახდას უძრავი ქონებით უზრუნველყოფას გავაკეთებ. როგორც წინა საქმის შემთხვევაში იყო, რადგან ასე მიმაჩნია სწორი.
მშვიდად უნდა მივყვეთ პროცესებს, მთავარია, რომ ჩვენი მიზანი არის ძალიან ნათელი - ჩვენ გვინდა სამართლიანობა ქვეყანაში, გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება.
დარწმუნებული ვარ, ასეთი სამართლიანობა მარტო ჩემს მხარდამჭერს კი არ უნდა, არამედ იმასაც, ვინც მე არ მგულშემატკივრობს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და ქვეყნის დატოვება აეკრძალა.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს