გიორგი ვაშაძე – “ქართული ოცნება” გვართმევს იმას, რაც ერთად მოვიპოვეთ


ავტორი
Front News საქართველო
ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ევროპული პასპორტი და ამის გაუქმება ნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს ტოვებს მარტოს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია.
“ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საფრთხეშია და ეს უკვე სიგნალია! „ქართული ოცნება“ გვართმევს იმას, რაც ერთად მოვიპოვეთ. ჯერ გვეუბნებიან: „ვიზალიბერალიზაცია დიდი არაფერია“- ეს სიტყვები შემთხვევით არ თქმულა, მათ უნდათ, დაგვათმობინონ ის, რაც თავისუფლების სიმბოლოა. ამ ყველაფრის უკან კი ერთი მიზანია – საზოგადოება შეეგუოს უარესს და მოამზადონ ნიადაგი უვიზო მიმოსვლის გაუქმებისთვის.
ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ევროპული პასპორტი და ამის გაუქმება ნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს ტოვებს მარტოს, დაუცველსა და გარიყულს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:
გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე – ჩვენმა ერთიანობამ გააშიშვლა “ქართული ოცნება“, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, გამარჯვებისთვის აუცილებელია ერთად დგომა

გიორგი ვაშაძე – დღეს “ქართული ოცნება“ ღიად და დაუფარავად გაფორმდა რუსულ ძალად

გიორგი ვაშაძე – ბოლომდე უნდა გავაშიშვლოთ “ქართული ოცნება“, რომელიც ასრულებს ოკუპანტის დავალებებს