
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მხარს დავუჭერთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამოქალაქო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“ჩვენ ორმაგი სტანდარტით კი არ ვართ, რომ “ქართული ოცნების“ პოლიტიკური კანდიდატები არ გვჭირდება და ოპოზიციის პოლიტიკური კანდიდატები გვაწყობს. სახალხო დამცველი პოლიტიკური არ უნდა იყოს, მიუკერძოებელი უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ მხარს დავუჭერთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამოქალაქო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს. იმავე სცენარის გამეორებაა, ჯერ იაგო იყო, ახლა ლევანია, მერე შეიძლება კიდევ სხვა იყოს. სახალხო დამცველი არ შეიძლება, იყოს პოლიტიკოსი. პოლიტიკისგან დაშორებული ადამიანი უნდა იყოს, ორჯერ ორი ოთხია. იმედი მაქვს, ეს ხუმრობა იყო და არა სერიოზული განაცხადი“, – განაცხადა ვაშაძემ.
ალეკო ელისაშვილმა დღეს სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანი დაასახელა.
თაგები:
გიორგი ვაშაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს