Logo

გიორგი ვაშაძე - ვისაც სურს, რომ ეს უსამართლობა დასრულდეს, ყველას ვთავაზობთ, რომ მოვიდნენ 26 მაისს

პოლიტიკა
242
Frontnews image description

26 მაისი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენთვის, უნდა ვეცადოთ ყველა, რომ ამ დღეს კიდევ ერთხელ დავინახოთ ერთმანეთი და ვნახოთ, რა შეუძლია ერთობას, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იქნება ძალების ახალი მობილიზება.

“26 მაისი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენთვის, უნდა ვეცადოთ ყველა, რომ ამ დღეს კიდევ ერთხელ დავინახოთ ერთმანეთი და ვნახოთ, რა შეუძლია ერთობას. 

მსვლელობა უნივერსიტეტიდან იქნება, მივალთ პარლამენტის წინ და იქ იქნება გარკვეული კომპონენტები, სადაც დაინახავს საზოგადოება, რომ ეს არის განსხვავებული მიდგომა, ვიდრე აქამდე აქციებზე იყო ხოლმე. ჩვენი მიზანია, რომ აქციაზე შეკრებილებისგან ოპოზიციის ალიანსმა მიიღოს მანდატი იმისათვის, რომ ჩვენ ბრძოლა კიდევ უფრო გავაფართოოთ, გავძლიერდეთ და ახალი ძალებით ვიბრძოლოთ. 

ასევე, ეს არის განახლება, ეს არის ოპოზიციის ალიანსის პირველი შეკრება და არ არის ბოლო, ჩვენ შემდეგი ნაბიჯებიც ნაფიქრი გვაქვს, რა როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ.

ოპოზიციის ალიანსს სწორედ ეს გზავნილი აქვს ხალხისთვის, რომ დიახ, შეიძლება შეღავათი გქონდეთ, მაგრამ ამ ბოროტების მანქანის მმართველები არ გიკეთებენ ამ შეღავათს.

ვისაც სურს, რომ ეს უსამართლობა დასრულდეს, ვისაც სურს, რომ ხელისუფლება ბოლომდე ემსახურებოდეს ხალხს, ყველას ვთავაზობთ, რომ მოვიდნენ 26 მაისს. ჩვენ შევიკრიბებით რუსთაველზე და ვიქნებით ბევრი. მე ღიად და მკაფიოდ ვიტყვი, ოპოზიციის ალიანსისთვის რა არის ეს დღე - ჩვენ გვსურს, რომ ამ დღით პირველი დიდი განაცხადი. გავაკეთოთ და მანდატი წამოვიღოთ საზოგადოებისგან იმის, რომ მივიყვანოთ გამარჯვებამდე საქმე. პირველი, რაც ჩვენთვის ამოცანაა, არის ერთის გაერთიანება, საზოგადოების გაერთიანება, ეროვნულ მობილიზაციას ვეძახით ამას ჩვენ. როცა რეჟიმი გვათითოკაცებს, ჩვენ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ, როცა სიძულვილის ენით და ტყუილით მართავენ ქვეყანას, ჩვენ სიმართლე, სიკეთე და ერთმანეთისთვის გაწვდილი ხელი უნდა დავუპირისპიროთ ერთმანეთს და სწორედ ამისთვის ვიკრიბებით 26-ში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები