გიორგი ვოლსკი - ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება

ავტორი
Front News საქართველო
უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ დანიაში მიტინგის დაშლის შესახებ საუბრისას განაცხადა.
"უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური შინაარსი და სარჩული გააჩნია", - განაცხადა ვოლსკიმ.
კოპენჰაგენში, პალესტინის მომხრე აქტივისტებმა, დანიური გადამზიდი გიგანტის - "მაერსკის" სათავო ოფისთან ბლოკადა მოაწყვეს რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის დროს 20 ადამიანი დააკავეს.
თაგები:
გიორგი ვოლსკი




