
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პოლიციელზე თავდასხმის და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
ვოლსკის განცხადებით, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ გრიგორიადისმა “მოლოტოვის კოქტეილის“ სროლით, პოლიციელები ცოცხლად დაწვისთვის გაიმეტა. რაც შეეხება დაკავებულის მხარდასაჭერ კამპანიას, მისი თქმით, მიმდინარე პროცესები უკვე აღარ ეხება კონკრეტულ პიროვნებას და აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან რევოლუციური სცენარის განვითარების სურვილს.
“მე მგონია, რომ საზოგადოებისთვის უკვე ნათელია, რომ ეს არ ეხება ერთ კონკრეტულ პიროვნებას, რომელმაც ჩაიდინა ასეთი სახის დანაშაული – შეიძლება თავის თანატოლს, ან თავისზე უმცროსს, მისი თაობის წარმომადგენელს, ამ შემთხვევაში – პოლიციელს, რომელიც სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე დგას, ესროლა “მოლოტოვის კოქტეილი“ და ცოცხლად დაწვა დაუპირა. არა მარტო ერთ პოლიციელს, არამედ რამდენიმეს, რომელსაც შესაძლოა, ეს ცეცხლი მოსდებოდა.
რეალურად, ეს იმ ოპოზიციური თუ ექსტრემისტული დაჯგუფების შინაარსს აჩვენებს, ვისთანაც დღეს გვაქვს საქმე და რომლებიც გვარწმუნებენ, რომ თითქოს, მზად არიან, პარლამენტში შემოვიდნენ და 12 რეკომენდაციის შესრულებაზე დაიწყონ მუშაობა. საფრთხე აშკარაა და ამ საფრთხეს ჰქვია რევოლუციური პროცესის განვითარების მცდელობა, რომელიც ყოველთვის დღის წესრიგში იყო, მათ შორის, სააკაშვილის რესურსის გამოყენებით. ეს სცენარი უკვე ჩვენს თვალწინ ვითარდება და ისეთი სახე შეიძინა, რომელსაც არ შეიძლება სხვა რამე ეწოდოს, თუ არა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
თაგები:
გია ვოლსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს